პროექტები და ღონისძიებები

1. პროექტის სახელწოდება: ,,ვეფხისტყაისანი“ და ევროპული ღირებულებები“

 2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მასწავლებლისა და, საერთოდ, სასწავლო პროცესისა.ასევე უპირველესი ამოცანაა მოსწავლეების ევროპულ კულტურასთან ზიარება და ამ მხრივ ქართული ლიტერატურის როლის ჩვენება. ამაში, რათქმა უნდა, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლება დიდ როლს ასრულებს. ჩემი, როგორც მასწავლებლის, მიზანი იყო, მეზიარებინა მოსწავლეები სწორედ ამ პოემის მრავალფეროვან სამყაროსთან.
 3. პროექტის აქტუალობა:
1. ევროპული ღირებულებები საზოგადოების სიჯანსაღეა. სამწუხაროდ, ყველა საგნის მასწავლებელს არა აქვს საშუალება, თავის გაკვეთილზე აზიაროს მოსწავლეები ამ ღირებულებებს. ლიტერატურის პედაგოგებს კი აქვთ სრული შესაძლებლობა, თავიანთ გაკვეთილებზე შეიყვანონ მოსწავლეები საოცარ სამყაროში და შეამეცნებინონ მათ კაცობრიობის საუკეთესო მოღწევები. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რათა კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულმა ჩვენმა მოსწავლეებმა შეიცნონ და გაიზიარონ კაცობრიობის მარადიული ღირებულებები.
 2. შპს სკოლა ,,ინტელექტი-პლუსი“ გამოირჩევა სხვა სკოლებისაგან იმით, რომ აქ სწავლობს მრავალი ერის წარმომადგენელი. უფრო მეტიც: მათ შორის ბევრი უცხოელია. ამიტომაც ვთვლი, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლაში დიდ როლს ასრულებს სწორედ ასეთ პროექტებში მონაწილეობა, რომელიც, ჯერ ერთი, ხელს უწყობს ენის უკეთ დაუფლებას და, მეორეც, ქართულ კულტურასთან დაახლოებასა და მის შეყვარებას.
4 . პროექტის მიზნები:
1. მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას;
 2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
 3. შოთა რუსთაველის შემოქმედებისადმი, ზოგადად, ქართული ლიტერატურისადმი,     სიყვარულის გაღვიძება, განვითარება- გაღვივება;
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება;
 5. მოსწავლეთა მიერ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმა და გაცნობიერება.
 6. ეროვნული უმცირესობების ქართულ ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირება- დაახლოება.
 5. მონაწილეთა ასაკი: X კლასები (15-16წელი)
 6. ვადები / ხანგრძლივობა: პროექტის ვადები: 25.03-25.05.2019, რომელიც გადანაწილდა
    შემდეგნაირად:
 1. მოიძიონ შოთა რუსთაველის ბიოგრაფია და შექმნან ვიდეომასალა მასზე(I კვირა);
 2. თითოეულმა მოსწავლემ ამოირჩიოს პოემიდან თითო აფორიზმი და გააკეთოს პლაკატი (II კვირის 3 დღე);
 3. შეარჩიონ თავები ინსცენირებისათვის და გადაინაწილონ როლები (II კვირის ბოლომდე) '
 4. დაინაწილონ მათთვის სასურველი ადგილები მხატვრული კითხვისთვის (III კვირის 2 დღე);
 5. შეარჩიონ და მოამზადონ ის თემები, რომლებიც უნდათ, წარუდგინონ აუდიტორიას (III კვირის ბოლომდე);
         6. შეარჩიონ მუსიკალური ნომრები და მოამზადონ ისინი(IV კვირა).
 7. მოსალოდნელი შედეგები:
1. სკოლა ,,ინტელექტ-პლუსის’’ მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან დიდი ქართველი პოეტის პოემა ,,ვეფხისტყაოსანს“ და მასში ჩადებულ იდეებს;
2. მოსწავლეები შეძლებენ, აღმოაჩინონ დიდი პოეტის შეხედულებანი და გაავლონ პარალელი მათ კავშირზე ევროპულ ღირებებულებთან; ეს კი ხელს შეუწყობს მათ, გაითავისონ ეს ღირებულებანი;
 3. მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი, გაიცნონ ქართული კულტურა.
 4. მოსწავლეები განივითარებენ სოციალურ უნარებს;
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნ. ნათაძე ,,ვეფხისტყაოსანი“(სასკოლო გამოცემა); დოკუმენტური ფილმი ,,რუსთაველის ნაკვალევზე“;  ,,ისტორიანი და აზმანი“
 9. საგნებთან / საგნობრიბ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწლო გეგმასთან კავშირი: კონსულტაციები ისტორიის მასწავლებელთან მე-12 საუკუნის ისტორიულ მასალებთან დაკავშირებით და ამ ეპოქის უკეთ გასაცნობად.
მასწავლებელი ამ ღონისძიების შედეგად გადის შემდეგ სტანდარტებზე: ქ.მ. X.17. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე;  ქ.მ. 19. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების გამოყენების უნარი; ქ.მ. 24. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.
 11. პროექტის ხელმძღვანელი: სუსანა აკოპიან
 12. ხელმძღვანელის ელფოსტა: aksusana229@gmail.com
 13. პროექტის ვებგვერდი / ბლოგი: susanaakopian.blogspot.com

No comments:

Post a Comment